გიორგი აბურჯანის "ხიმნასტიკი" ლა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს!

AutoSharing Option
დღეს, 4 ივნისს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბოლო, 42-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

გიორგი აბურჯანიას "ხიმნასტიკს", რომელიც ბოლო ტურამდე მესამე პოზიციაზე იმყოფებოდა, ლა ლიგის საგზურის გასანაღდებლად მოგება მართებდა, პარალელურად კი თავისი შეხვედრა "ლეგანესს" ვერ უნდა მოეგო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა...

"ხიმნასტიკმა" ჩემპიონატის პირველადგილოსან "ალავესს" აბურჯანიას გარეშე უმასპინძლა, რადგან გიორგი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და ფრეს დასჯერდა - 1:1, "ლეგანესმა" კი "მირანდესთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში 1:0 იმარჯვა, რითაც მეორე ადგილზე გავიდა და ლა ლიგის საგზური გაინაღდა.

ამგვარად, ქართველის გუნდი მესამე ადგილზე გავიდა, რაც
იმას ნიშნავს, რომ "ხიმნასტიკი" ლა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას უკვე პლეი ოფში "კორდობასთან", "ხირონასთან" და "ოსასუნასთან" ერთად გააგრძელებს. მიმდინარე სეზონში ამ სამ გუნდთან "ხიმნასტიკს" შემდეგი ბალანსი აქვს: "კორდობასთან" - 1 მარცხი, 1 ფრე; "ხირონასთან" - 1 მოგება, 1 ფრე; "ოსასუნასთან" - 1 მოგება და 1 ფრე.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხიმნასტიკს საქართველოს ნაკრებზე მეტად ვგულშემატკივრობ
lasha
09:43 06-06-2016
0
ამან რუმინეთთან ისეთები ჩაატარა:D:D საერთოდ როგორ ათამაშებენ ძირითადში ეგ მაოცებს ? :D:D:D:D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული