32 წლის ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, რომელმაც ახლახან პავლოდარის "ირტიში" დატოვა, კარიერას ყაზახეთშივე, კერძოდ, "ორდაბასიში" გააგრძელებს. ეს გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.
გოგუა "ირტიშის" ლიდერი იყო, თუმცა კლუბმა მისი შენარჩუნება ვერ შეძლო. ყაზახური მედიის ცნობით, ჩვენებურის გადაბირება კახა ცხადაძის "ქაირათსაც" სურდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"