თორნიკე ოქრიაშვილის ვარიანტები: თურქეთი და საფრანგეთი

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი მალე ახალ კლუბში გადავა. ცნობილია, რომ "ესქიშეჰირსფორი", სადაც 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს იჯარით თამაშობდა, თურქული სუპერლიგიდან გავარდა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელისა და ამ კლუბის გზები გაიყარა.

მისი ტრანსფერი ბელგიურ "გენკს" ეკუთვნის, თუმცა მას არც ამ ბელგიურ კლუბში დაბრუნება სურს, რადგან მწვრთნელი არ ენდობა. ნდობა კი ბევრს ნიშნავს - როგორც კი "ესქიშეჰირსფორში" ათამაშეს, ოქრიაშვილმა მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა.

"ლელოს" სანდო წყარომ გაუმხილა, რომ ოქრიაშვილს თურქეთში რამდენიმე გუნდი იწვევს. მას შეთავაზება ჰქონდა "ბურსასფორისა" და "გაზიანთეფისგან". "ბურსა" გაცილებით რეალურია და კონკრეტული წინადადებაც
აქვს გამზადებული, მაგრამ, როგორც გვითხრეს, თორნიკეს თურქეთში დარჩენის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს და ბებერ კონტინენტზე დაბრუნება სურს. შეთავაზებები მას საფრანგეთის გუნდებიდანაც აქვს.

მოკლედ, მისი ამბავი მალე გაირკვევა.

აქვე ერთიც ვთქვათ: ნიშნისმოგებით ადამიანზე ლაპარაკი არავის შეშვენის, მით უფრო მაშინ, როცა იმ სხვას უჭირს ან რაიმე პრობლემა აქვს. ოქრიაშვილი რომ ნიჭიერი მოთამაშეა, ეს ყველამ იცის - კარგი და ცუდი პერიოდები ჰქონია და შეცდომებიც დაუშვია.

"გენკში" პირველივე მატჩის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ორი ტურის შემდეგაც იგივე მოხდა, მაგრამ მერე კლუბის დირექტორმა პატრიკ იანსენსმა თქვა, რომ ქართველი არაპროფესიონალივით იქცეოდა. მერე მან "გენკის" ვარჯიშზე დააგვიანა და სარეზერვო გუნდში გადაყვანით დაისაჯა.

მაგრამ ეს ადამიანის ერთი მხარეა და ოქრიაშვილს იმდენიც არ დაუშავებია, რასაც აბრალებდნენ. ეს ამბავი 2015 წლის ბოლოს მოხდა, "გენკიდან" წამოსვლა რომ გადაწყვიტა. გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ენდობოდა, უსიამოვნება ჰქონდა და ამ დროს მეორე შვილი შეეძინა. ძველი ამბების გამო ხმები აუგორეს, ნაკრებში აღარ ჩამოდის, ფეხბურთს გართობა ურჩევნიაო...

არადა, მეუღლეს მძიმე მშობიარობა ჰქონდა და გვერდში დაუდგა. ამ დროს, ვის ეფეხბურთება? ზამთარში კი ორი კვირა მონასტერში ცხოვრობდა - რა შუაში იყო გართობა და კაზინოში სიარული, მაგრამ ბევრი ამას სიამოვნებით იჯერებდა...

მაშინ ოქრიაშვილი ჩამოწერეს. არადა, თავად გადაწყვიტა, რომ ცხოვრება და ფეხბურთისადმი მიდგომა შეეცვალა. ფორმის აღსადგენად დრო და შრომა დასჭირდა. შესაძლოა, ჯერ საუკეთესო კონდიციებში ვერ არის, მაგრამ იმ სიხარულს, რაც მისმა გოლმა საქართველოს მოუტანა, მისი წარსული შეცდომები ვერ გადაწონის.

საერთოდ, ოქრიაშვილს მნიშვნელოვანი გოლების გატანა ეხერხება, ასეთები კი ბევრი არ გვყავს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვინ გვყავს ამაზე უკეთესი??? რა შეჭამეთ კაცი, ნაკრებში თავს იკლავს სულ ბოლომდე იბრძვის ყველა ბურთზე
guka
12:21 10-06-2016
0
რა გაუტრაკეტ, ამ კაცს დააკვირდით ნაკრებში თუ თამაშობს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავს იკლავს,ყოველთვის ეხმარება დაცვას, სხვა რომელი გყვავს ამის ფასი???
guka
12:06 10-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული