თორნიკე ოქრიაშვილის ვარიანტები: თურქეთი და საფრანგეთი

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი მალე ახალ კლუბში გადავა. ცნობილია, რომ "ესქიშეჰირსფორი", სადაც 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს იჯარით თამაშობდა, თურქული სუპერლიგიდან გავარდა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელისა და ამ კლუბის გზები გაიყარა.

მისი ტრანსფერი ბელგიურ "გენკს" ეკუთვნის, თუმცა მას არც ამ ბელგიურ კლუბში დაბრუნება სურს, რადგან მწვრთნელი არ ენდობა. ნდობა კი ბევრს ნიშნავს - როგორც კი "ესქიშეჰირსფორში" ათამაშეს, ოქრიაშვილმა მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა.

"ლელოს" სანდო წყარომ გაუმხილა, რომ ოქრიაშვილს თურქეთში რამდენიმე გუნდი იწვევს. მას შეთავაზება ჰქონდა "ბურსასფორისა" და "გაზიანთეფისგან". "ბურსა" გაცილებით რეალურია და კონკრეტული წინადადებაც
აქვს გამზადებული, მაგრამ, როგორც გვითხრეს, თორნიკეს თურქეთში დარჩენის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს და ბებერ კონტინენტზე დაბრუნება სურს. შეთავაზებები მას საფრანგეთის გუნდებიდანაც აქვს.

მოკლედ, მისი ამბავი მალე გაირკვევა.

აქვე ერთიც ვთქვათ: ნიშნისმოგებით ადამიანზე ლაპარაკი არავის შეშვენის, მით უფრო მაშინ, როცა იმ სხვას უჭირს ან რაიმე პრობლემა აქვს. ოქრიაშვილი რომ ნიჭიერი მოთამაშეა, ეს ყველამ იცის - კარგი და ცუდი პერიოდები ჰქონია და შეცდომებიც დაუშვია.

"გენკში" პირველივე მატჩის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ორი ტურის შემდეგაც იგივე მოხდა, მაგრამ მერე კლუბის დირექტორმა პატრიკ იანსენსმა თქვა, რომ ქართველი არაპროფესიონალივით იქცეოდა. მერე მან "გენკის" ვარჯიშზე დააგვიანა და სარეზერვო გუნდში გადაყვანით დაისაჯა.

მაგრამ ეს ადამიანის ერთი მხარეა და ოქრიაშვილს იმდენიც არ დაუშავებია, რასაც აბრალებდნენ. ეს ამბავი 2015 წლის ბოლოს მოხდა, "გენკიდან" წამოსვლა რომ გადაწყვიტა. გუნდის მთავარი მწვრთნელი არ ენდობოდა, უსიამოვნება ჰქონდა და ამ დროს მეორე შვილი შეეძინა. ძველი ამბების გამო ხმები აუგორეს, ნაკრებში აღარ ჩამოდის, ფეხბურთს გართობა ურჩევნიაო...

არადა, მეუღლეს მძიმე მშობიარობა ჰქონდა და გვერდში დაუდგა. ამ დროს, ვის ეფეხბურთება? ზამთარში კი ორი კვირა მონასტერში ცხოვრობდა - რა შუაში იყო გართობა და კაზინოში სიარული, მაგრამ ბევრი ამას სიამოვნებით იჯერებდა...

მაშინ ოქრიაშვილი ჩამოწერეს. არადა, თავად გადაწყვიტა, რომ ცხოვრება და ფეხბურთისადმი მიდგომა შეეცვალა. ფორმის აღსადგენად დრო და შრომა დასჭირდა. შესაძლოა, ჯერ საუკეთესო კონდიციებში ვერ არის, მაგრამ იმ სიხარულს, რაც მისმა გოლმა საქართველოს მოუტანა, მისი წარსული შეცდომები ვერ გადაწონის.

საერთოდ, ოქრიაშვილს მნიშვნელოვანი გოლების გატანა ეხერხება, ასეთები კი ბევრი არ გვყავს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვინ გვყავს ამაზე უკეთესი??? რა შეჭამეთ კაცი, ნაკრებში თავს იკლავს სულ ბოლომდე იბრძვის ყველა ბურთზე
guka
10 ივნისი 2016 12:21
0
რა გაუტრაკეტ, ამ კაცს დააკვირდით ნაკრებში თუ თამაშობს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თავს იკლავს,ყოველთვის ეხმარება დაცვას, სხვა რომელი გყვავს ამის ფასი???
guka
10 ივნისი 2016 12:06
0
საღოლ ბესო))) ამ ჟურნალისტების ბრალია ქართველ "ფეხბურთელებს" მართლა ფეხბურთელები რო გონიათ თავი.19 წლის გახდება,2 გოლს გაიტანს და მთელი ჟურნალისტობა აღტაცებით ლაპარაკობს თვეები,მერე ისიც იჯერებს რო მაგარია უკვე და ვსო.იწყება კლუბები,dsqured-ი,პეროები. და ბოლოს აზერბაიჯანი სახვეწარი.
ნოე
10 ივნისი 2016 10:05
0
ოქრი სჰენ ხარ ქართული ფეხბურთის იმედი წარმატებები
aleqs
10 ივნისი 2016 00:07
0
მონასტერი რო ახსენეთ უნდა ვიტიროთ მაგ მომენტში?
beso
09 ივნისი 2016 21:57
0
მართლა ვერ ვხდები მონასტერში ყოფნა ფეხბურთთან არაფერ შუაშია და რა არგუმენტია? თუ იყო ესეგი კარგი ფეხბურთელია და თუ არა ცუდი ან პირიქით? ამ ბიჭს აქვს ნიჭი, რომელსაც სამწუხაროდ ანიავებს
vai
09 ივნისი 2016 21:31
0
ოქრი ბოლო მატჩებში გუნდის ლიდერი იყო გულიანად თამაშობდა.
kaxa
09 ივნისი 2016 18:17
0
აბა მონასტერი, მარტო ჯიპიანი მღვდლების არ არის! ... ისე ამ თურქეთს,რუსეთს,სპარსეთს თუ მონღოლეთს ისევ დასავლეთი ევროპა ჯობია-ჩვენი ნაკრების მოთამაშისთვის!
შევარდენი 1906
09 ივნისი 2016 17:47
0
თუ ფიქრობს რომ მონასტერში იპოვის სულიერ/გონებრივ სიმშვიდეს და ეს საქმის კეთებაში დაეხმარება წავიდეს. ამაში ცუდი რა არის. მაგრამ თუ შუა სეზონში წავიდა და გუნდი დაიკიდა ასეც არ გამოვა. მიდი და უთხარი ნებისმიერ ბოსს რომ გადავწყვიტე 2 კვირა მონასტერში წავიდეო, რა ჭჯუაზე დადგება.
odala
09 ივნისი 2016 17:45
0
12 სად დაინახე რო ეწევა სიგარეტს?მოდი ყველამ ერთხმად ვაღიაროთ რო ამ ფორმააციის ნაკრებში ეს ბიჭი აშკარად ლიდერია კანკავასთან ერთად,.
fcb
09 ივნისი 2016 17:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული