ზურაბ ხიზანიშვილი: "ინტერმა" კონტრაქტი გამომიგზავნა, მაგრამ...

AutoSharing Option
azerisport.com-ის ინფორმაციით, ბაქოს "ინტერს" თავის რიგებში ზურაბ ხიზანიშვილის დატოვება სურს. "ინტერმა" უკვე შესთავაზა ახალი კონტრაქტი 34 წლის მცველს.

გამოცემა თავად ფეხბურთელს დაუკავშირდა, რომელმაც შემდეგი განცხადა: "დიახ, "ინტერმა" გამომიგზავნა ახალი ხელშეკრულება, მაგრამ ახლა ვისვენებ და გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ჯერ არ ვიცი, დავბრუნდები "ინტერში" თუ არა. ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა".

შეგახსენებთ, რომ ხიზანიშვილი "ინტერში" შარშან "სამტრედიიდან" გადავიდა. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატში 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზურა დაბერდი დაანებე და წადი
rexeli
08:40 12-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული