ბელარუსის ჩემპიონატის მე-11 ტურში მოზირის "სლავიამ" ერთპიროვნულ ლიდერ ბატე-ს მოუგო - 2:1. ამ შეხვედრაში პაპუნა მოსემღვდლიშვილმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო იაკობ აფხაზავა მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა. 73-ე წუთზე მოსემღვდლიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. "სლავია" 18 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ვაკო გვილიას "მინსკი" დედაქალაქის დერბიში "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. "მინსკი" 17 ქულით მეხუთე ადგილზეა. გვილიასა და მოსემღვდლიშვილს ჩემპიონატში 3-3 გოლი აქვთ გატანილი.
უზბეკეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში გიორგი კვესიეშვილის
კახა მახარაძის "ლოკომოტივმა" 3:1 დაამარცხა "ბუხორო". ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა. "ლოკომოტივი" 31 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
ფინეთის რანგით მეორე, იუკონენლიგაში კპვ-მ სტუმრად 3:2 მოუგო "ჯაზს". ამ შეხვედრაში კოკოლელთა რიგებში დუბლი შეასრულა ვეტერანმა ფორვარდმა ირაკლი სირბილაძემ. მან 56-ე და 62-ე წუთებზე გაიტანა. სირბილაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კპვ 19 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.
გოგიტა გოგუას დებიუტი "ორდაბასის" რიგებში მისი ყოფილი გუნდის, "ირტიშის" წინააღმდეგ შედგა. "ორდაბასიმ" "ირტიშს" 2:0 მოუგო, ხოლო გოგუამ ყვითელი ბარათი მიიღო. ეს მისი მეოთხე გაფრთხილება იყო სეზონში. ასე რომ, გოგიტა კახა ცხადაძის "ქაირათის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს შემდეგ ტურში. "ორდაბასი" 23 ქულით მე-5 ადგილზეა.
კახა ცხადაძის "ქაირათმა" სტუმრად 5:0 მოუგო ყარაღანდის "შახტიორს". ეს კახა ცხადაძის გუნდის ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო (თასის ერთი თამაშის ჩათვლით), "ქაირათი" 29 ქულით მესამე ადგილზეა.
გიორგი აბურჯანია სათადარიგო იყო "ოსასუნასთან" პლეი ოფის მატჩში, რომელშიც "ხიმნასტიკი" 2:3 დამარცხდა და ელიტის საგზურზე ოცნებას დაემშვიდობა.