"ირტიშის" თავკაცი: გოგუა მოვიდა და მითხრა, რომ მას ოჯახი ჰყავს სარჩენი

AutoSharing Option
გოგიტა გოგუამ უკვე მოასწრო ყოფილი გუნდის, "ირტიშის" წინააღმდეგ თამაში. მატჩის მერე "ირტიშის" ბულგარელ თავკაცს, დიმიტარ დიმიტროვს ჰკითხეს, როგორ ვერ მოახერხა კლუბმა გოგუას შენარჩუნება და ის "ორდაბასიში" გაუშვა.

"ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული. როცა მეორე გუნდი ფეხბურთელს გაცილებით მეტს სთავაზობს, ვერაფერს გააწყობ. ჩვენ კი ასეთი ფინანსური შესაძლებლობები არ გვაქვს.

გოგიტა ჩემთან მოვიდა და მითხრა - მწვრთნელო, ნუ გეწყინება, მაგრამ მე ოჯახი მყავს, რომელიც უნდა ვარჩინო - არც მწყენია", - თქვა დიმიტროვმა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახური მედიის ცნობით, გოგუა "ირტიშში" თვეში 4 ათას
დოლარს იღებდა.

გოგუას ყაზახეთის ჩემპიონატში 4 გოლი და 6 საგოლე პასი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თვეში 4 000 დოლარი რომ მქონდეს მთელ ჩემს სანათესაოს ვარჩენ :(
Akaki
17:07 12-06-2016
0
Ki archen Mara mere bentlebit da Giorgio armanebit vegar ivli da texavs ;)
0

სიახლეები პოპულარული