შეგახსენებთ, რომ 26 წლის ექს-ვიტჯორჯიელი მცველი ორი სეზონი აზერბაიჯანულ აზალ-ში თამაშობდა, ხოლო გასულ სეზონში ზაურ სვანაძის "ინტერში" ითამაშა.
ბაქოს "ინტერი" ქართველებისგან იცლება - apasport.az-ის ინფორმაციით, გუნდი დატოვა ლაშა სალუქვაძემ და ნიკა კვეკვესკირმა ("გაბალაში" გადავიდა), სამშობლოში ბრუნდება გიორგი ლომაია (სავარაუდოდ, "დინამოში"), ხოლო ზურაბ ხიზანიშვილს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, მაგრამ ვეტერანი მცველი ჯერ არ ჩქარობს.