გუშინ სიტუაცია კიდევ ერთხელ შეიცვალა. როგორც გავიგეთ, შოთამ ებრაული კლუბის გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა. მას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:
"მოლაპარაკება ნამდვილად არ ჩაშლილა. მე თანახმა ვარ, "მაკაბიში" ვიმუშავო, მაგრამ გარკვეული პირობებით, რაზეც თელ-ავივის კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს.
ახლა ამაზეა დამოკიდებული, ვიმუშავებ თუ არა "მაკაბიში". ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა", -
ცნობილი იყო, რომ "მაკაბიში" მასთან ერთად გიორგი დევდარიანსაც უნდა ემუშავა, მაგრამ ეს ვარიანტი გუშინ გამოირიცხა:
"გიორგის ველაპარაკე და ვუთხარი, კონკრეტულად რა პირობები ექნებოდა მას, თუ მე "მაკაბიში" ვიმუშავებდი. რომ იცოდეთ, საქართველოს პირობებთან შედარებით, ლაპარაკია ძალიან სოლიდურ ანაზღაურებაზე.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ გიორგიმ დალოდებას ისევ თბილისის "ლოკომოტივში" დარჩენა ამჯობინა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აბა იმ გუნდების მფლობელები დებილები არიან?