შოთა არველაძე: "მაკაბიში" მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიმუშავებ...

AutoSharing Option
თელ-ავივის "მაკაბისთან" შოთა არველაძის მოლაპარაკებები ძალიან გაიწელა. ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა: ჯერ იყო და, საკითხის დადებითად გადაწყვეტას ბევრი არაფერი აკლდა; შემდეგ კი შევიტყვეთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. ეს ამბავი, გარკვეულწილად, თავად შოთამაც დაგვიდასტურა.

გუშინ სიტუაცია კიდევ ერთხელ შეიცვალა. როგორც გავიგეთ, შოთამ ებრაული კლუბის გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა. მას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:

"მოლაპარაკება ნამდვილად არ ჩაშლილა. მე თანახმა ვარ, "მაკაბიში" ვიმუშავო, მაგრამ გარკვეული პირობებით, რაზეც თელ-ავივის კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს.

ახლა ამაზეა დამოკიდებული, ვიმუშავებ თუ არა "მაკაბიში". ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა", -
ამბობს არველაძე, რომელმაც კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გაგვიმხილა...

ცნობილი იყო, რომ "მაკაბიში" მასთან ერთად გიორგი დევდარიანსაც უნდა ემუშავა, მაგრამ ეს ვარიანტი გუშინ გამოირიცხა:

"გიორგის ველაპარაკე და ვუთხარი, კონკრეტულად რა პირობები ექნებოდა მას, თუ მე "მაკაბიში" ვიმუშავებდი. რომ იცოდეთ, საქართველოს პირობებთან შედარებით, ლაპარაკია ძალიან სოლიდურ ანაზღაურებაზე.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ გიორგიმ დალოდებას ისევ თბილისის "ლოკომოტივში" დარჩენა ამჯობინა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დათოს

აბა იმ გუნდების მფლობელები დებილები არიან?
giorgi
19:45 15-06-2016
0
ჯიგარი ხარ შოთი ,აბა შენ იცი ცარმატებებს გისურვებთ,არველაძეების ფასს ესენი ვერ გაიგებენ და ვერ დააფასებენ მაინც ,უმადურობის ბუმია საქართველოსი
shako
19:58 15-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული