დავით თარგამაძე "ოლექსანდრიაში" აღარ დარჩება

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი დავით თარგამაძე "ოლექსანდრიას" დატოვებს.

ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა განაცხადა.

"სამწუხაროდ, ვერ გვეხმარება დავით თარგამაძე, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ აღდგენით არის დაკავებული. მის იჯარას აღარ გავაგრძელებთ", - უთხრა შარანმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძე "ოლექსანდრიაში" იჯარის წესით გამოდიოდა. მისი სატრანსფერო უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის.

აქვე გეტყვით, რომ შარანს ჯერ კიდევ მაისში სურდა თარგამაძის გამოსყიდვა "შახტარიდან", თუმცა, როგორც ჩანს, აღდგენითი პროცესის ხანგრძლივობამ სპეციალისტს ქართველის ტრანსფერი გადააფიქრებინა.

- ვლადიმირ შარანი: იმედი მაქვს, დავით თარგამაძე შემდეგ სეზონშიც ჩვენთან
იქნება


მძიმე ტრავმა ქართველმა ფეხბურთელმა მარტში, კლუბის ამხანაგური მატჩის დროს მიიღო.

- ფეხბურთელი, რომელმაც თარგამაძეს ფეხი მოსტეხა: დავით, მე შენთვის ვლოცულობ
- დავით თარგამაძეს მოტეხილ ფეხზე დამატებითი გამოკვლევა სჭირდება
- დავით თარგამაძეს ფეხი მოსტეხეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
Ras erchi,miugwevia :-D
0
სად იქნება რა აზრი აქვს,მთავარი მიღწეულია, ტატუ გაიკეთა.
ჯიჯი ალფაიძე
20:48 16-06-2016
0

სიახლეები პოპულარული