"ბარსელონას" ყოფილი მცველი "შახტარში" - ხოჭოლავას კონკურენტად

AutoSharing Option
დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარი" ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 10 ივლისამდე დარჩება. საქართველოს ნაკრების მცველი გუნდთან ერთადაა, მაგრამ დონეცკელებმა ახალი ცენტრალური მცველი და ხოჭოლავას კონკურენტი, 25 წლის მარლონი შეიძინეს.

ბრაზილიელმა 2016-17 წლებში "ბარსელონას" რიგებში ორი შეხვედრა გამართა, ბოლო სამი სეზონის განმავლობაში კი იტალიურ "სასუოლოში" გამოდიოდა, სადაც მისი თავკაცი ამჟამად "შახტარის" დამრიგებელი რობერტო დე ძერბი იყო.

ბოლო პერიოდში, 28 წლის ხოჭოლავას თურქულ "ტრაბზონსპორს" უკავშირებენ.

წყარო: "შახტარის" ოფიციალური გვერდი

altხოჭოლავას თურქული ვარიანტი აქვს - "შახტარი" ცენტრალურ მცველებს შეიძენს

მკითხველის კომენტარები / 1 /
რადგან ამ დონის მცველი შეიძინეს, სავარაუდოდ უშვებე. არც კი ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო?!
ხოჭო
16:16 24-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული