ნუკრი რევიშვილის "მორდოვიას", მეკარეების გარდა, ყველა ფეხბურთელი ტოვებს

AutoSharing Option
რუსული "მორდოვია", რომლის რიგებშიც ქართველი მეკარე ნუკრი რევიშვილი ასპარეზობს, კრიზისშია.

გუნდს ცოტა ხნის წინ ახალი მთავარი მწვრთნელი, დმიტრი ჩერიშევი დაუნიშნეს, მაგრამ კლუბმა მთავარი ჯერაც ვერ მიიღო - ფინანსური გარანტიები, რომლის მიხედვით, "მორდოვია" რუსულ პრემიერლიგაში დაბრუნებაზე იფიქრებდა.

Sportbox.ru-ს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში "მორდოვიას" კლუბის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი დატოვებს, გარდა მეკარეებისა - რევიშვილს და ილია ჩებანს კლუბთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ და ისედაც ვალებში ჩავარდნილ გუნდს კონტრაქტის გაწყვეტის სურვილი ნაკლებად თუ ექნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული