ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე კარიერას ესპანურ "ხიმნასტიკში" გააგრძელებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით კაკაბაძე ესპანურ გუნდს ივლისში შეურთდება და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძე ესპანურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის, თუმცა თბილისის "დინამო" ესპანური კლუბისგან კომპენსაციის სახით თანხას მაინც მიიღეს, რადგან კაკაბაძე "დინამოს" აკადემიის აღზრდილია.

აქვე გეტყვით, რომ "ხიმნასტიკში" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია თამაშობს, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

"ხიმნასტიკს" გასულ სეზონში ლა ლიგაში გადასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა პლეი ოფში დამარცხდა და მომდევნო სეზონსაც სეგუნდა დივიზონში გაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაია დზაან.....
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული