ამის შესახებ "ორდაბასის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომელიც ხელშეკრულების დეტალებს არ ასაჯაროებს. თავად ფეხბურთელი გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ საუბარი წელიწადნახევრიან კონტრაქტზე იყო.
მარცვალაძეს სხვადასხვა დროს უკრაინისა და რუსეთის გუნდებში უთამაშია, საქართველოში კი ის, "დილას" გარდა, "ვიტ ჯორჯიისა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე "ორდაბასიში" კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი - გოგიტა გოგუა ჩაირიცხა, რომელიც მარცვალაძის თანაგუნდელი იყო
რაც შეეხება "ორდაბასის", გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატში ჩატარებული 17 მატჩის შემდეგ, 25 ქულით მეხუთე ადგილზეა. "ორდაბასი" წელს ევროპალიგაზე პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება, მისი პირველი მეტოქე კი სერბული "ჩუკარიჩკი" იქნება.