კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ჰოლანდიაში 24 ფეხბურთელი წაიყვანა, რომელთა რიგებში ვერ მოხვდა არაბიძე. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი 1 კვირის მანძილზე ვარჯიშობდა პირველ გუნდში.
გიორგის გარდა, მწვრთნელმა შეკრებაზე არ წაიყვანა არც აკადემიის სხვა ფეხბურთელები, რომლებიც პირველ გუნდში ვარჯიშობდნენ. ესენი ზაგორულკო, ვაკულენკო და აზევედო არიან.