გოგიტა გოგუას "ირტიშში" შოთა გრიგალაშვილი შეცვლის

AutoSharing Option
ქართველმა ნახევარმცველმა შოთა გრიგალაშვილმა ყაზახურ "ირტიშთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინფორმაცია ამის შესახებ Vesti.kz.-მ გაავრცელა, რომელიც გუშინ კლუბის დირექტორმაც დაადასტურა.

"კი, მან კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გრიგალაშვილი ხვალ გასამართ მატჩში განაცხადში იქნება, მაგრამ გამოვა თუ არა მოედანზე, უცნობია – ის ორი დღის წინ ჩამოვიდა პავლოდარში", – განაცხადა იგორ ელაშუკმა.

30 წლის ნახევარმცველი "ირტიშში" გოგიტა გოგუას შეცვლის, რომელიც რამდენიმე ხნის წინ "ორდაბასში" გადავიდა.

ბოლო 3 წლის მანძილზე გრიგალაშვილმა კვიპროსში 4 კლუბი გამოიცვალა: "ანართოსისი", "ომონია", "ნეა სალამინა" და ბოლოს – "ეთნიკოსი". 2012 წელს
გრიგალაშვილი "ალანიის" ღირსებას იცავდა, ერთი წლით ადრე კი – "სკა ენერგიის". სამშობლოში გრიგალაშვილმა ასევე რამდენიმე კლუბში ითამაშა – "დინამო", "ბორჯომი", "მესხეთი", "ზესტაფონი" და "დილა".

"ირტიშში" სინჯებზეა მეორე ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარიაც.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კვიპროსიდან ყაზახეთში მაინც უკან გადადგმული ნაბიჯია
ვილკპ
02:49 25-06-2016
0
რა ევროპა? ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მასიურად კვიპროსიდან ახლა ყაზახეთში ინაცვლებენ. ესაა ჩვენი დონე და მოთხოვნებიც შესაბამისი უნდა გვქონდეს ჩვენ გულშემატკივრებს....
zaza
16:58 24-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული