ინფორმაცია ამის შესახებ Vesti.kz.-მ გაავრცელა, რომელიც გუშინ კლუბის დირექტორმაც დაადასტურა.
"კი, მან კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გრიგალაშვილი ხვალ გასამართ მატჩში განაცხადში იქნება, მაგრამ გამოვა თუ არა მოედანზე, უცნობია – ის ორი დღის წინ ჩამოვიდა პავლოდარში", – განაცხადა იგორ ელაშუკმა.
30 წლის ნახევარმცველი "ირტიშში" გოგიტა გოგუას შეცვლის, რომელიც რამდენიმე ხნის წინ "ორდაბასში" გადავიდა.
ბოლო 3 წლის მანძილზე გრიგალაშვილმა კვიპროსში 4 კლუბი გამოიცვალა: "ანართოსისი", "ომონია", "ნეა სალამინა" და ბოლოს – "ეთნიკოსი". 2012 წელს
"ირტიშში" სინჯებზეა მეორე ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარიაც.