თედორე გრიგალაშვილი დამკვიდრებას დონეცკის "ოლიმპიკში" ცდილობს

AutoSharing Option
23 წლის თედორე გრიგალაშვილი, რომელიც ბოლოს გროზნოს "ტერეკში" ირიცხებოდა, უკრაინულ გუნდში, დონეცკის "ოლიმპიკში" სინჯებზე იმყოფება.

ქართველმა მცველმა, რომელსაც ჩეჩნურ კლუბში დამკვიდრებაში ხელი სავიზო პრობლემებთან ერთად ტრავმებმაც შეუშალა, ახლახან "ოლექსანდრია"-"ოლიმპიკის" ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მწვრთნელმა ის მოედანზე თამაშის მიწურულს, 20 წუთით შეუშვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გრიგალაშვილს "ზესტაფონსა" და "სამტრედიაში" უთამაშია. იყო ახალგაზრდული ნაკრების წევრიც.

დარჩება თუ არა თედორე უკრაინულ გუნდში, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული