გიორგი ბერიძე: არის საუბრები "გენტის" პირველ გუნდში ჩემს გადაყვანაზე

AutoSharing Option
19 წლის ქართველმა ფორვარდმა გიორგი ბერიძემ, რომელიც "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში ასპარეზობს, შესაძლოა, ახალი სეზონიდან, ბელგიური გუნდის მთავარ გუნდში ითამაშოს.

ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-ს თავად განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 ივნისს, "გენტის" პირველი გუნდი ამხანაგურად "პინტეს" დაუპირისპირდა. გიორგი ბელგიელთა შემადგენლობაში იყო და თავი გოლით გამოიჩინა, ბელგიელებმა კი მატჩი 2-0 მოიგეს.

"რეალურად, არის საუბრები ჩემს პირველ გუნდში გადაყვანაზე. მწვრთნელიც გვაძლევს შანსს ამხანაგურ მატჩებში. მისი სურვილია, ამ თამაშებში უკეთესად დაინახოს ჩვენი შესაძლებლობები. მეც ამ ეტაპზე სწორედ პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრებაზე ვფიქრობ", - გვითხრა
ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატო არ იცერება ცჰემი კომენტარები რომ ვცერ , არაფერს ვცერ უზრდელობას :@ :@ :@
CHumad
02:32 26-06-2016
0
წარმატებები , გიო იმედია მალე ნაკრებშიც გიხილავთ ეროვნულში , შენ არაბიძე. არდაზიშვილი , ეროვნული ნაკრების მომავალი ტაობა ხართ, მინდა ვაისას უტხრა რომ ახლაგაზრდებს მიეცი თავის გამოჩენის საშვალებააა რომ დაგიმტკიცონ რომ იმსახურებენ ეროვნულსი თამაშს, სამივე ტექნიკური ჩკვიანი ბიჩები არიან
CHumad
02:31 26-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული