აქ სულ წვიმს... ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერი "აიაქსში" გამოირიცხა?

AutoSharing Option
26 ივნისს არნემის "ვიტესი" ახალი სეზონისთვის შეიკრიბა. გუნდის ბაზაზე გამოცხადდნენ კაპიტანი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილიც.

"ვიტესის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა 2016/17 წლების სეზონის გუნდის ფეხბურთელთა ნომრები. ვაკო ყაზაიშვილი კვლავ 10 ნომერია, ხოლო კაშია - 37.

ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ვაკო კვლავ რჩება "ვიტესში", თუმცა ტრანსფერი "აიაქსში" მაინც არ არის გამორიცხული.

კვირას "ვიტესის" ვარჯიში გადაუღებელმა წვიმამ და ელვამ თითქმის ჩაშალა, რომელსაც ახალი თავკაცი ჰენკ ფრეიზერი უძღვებოდა. gelderlander.nl-თან საუბარში ვაკო სწორედ ჰოლანდიურ ამინდზე ჩივის: "აქ სულ წვიმს, ზაფხულშიც კი. საქართველოში სხვანაირად
იქნებოდა".

2 ივლისს ქართველთა "ვიტესი" პირველ სპარინგს დონეცკის "შახტართან" გამართავს, რომლის რიგებშიც არ არის გიორგი არაბიძე.
მკითხველის კომენტარები / 11 /
არაბიზეს დაგუპავენ ეს ვაი აგენტები რომლებიც მხოლოდ საკუტარ ჯიბეზე ფიქრობენ.
mano
09:51 28-06-2016
0
გამაგიჟებთ თქვენ! ინფორმაცია რომ ტყუილია ეგ ერთი უბედურება და მეორე ელემენტარული ლოგიკის არარსებობაა! ვაკო არის კარგი - საშუალო დონის ფეხბურთელი, საშუალო დონის ლიგაში, საშულოდ რომ ითამაშებს, ხოლო აიაქსი არის საშუალოზე მაღალი დონის გუნდი, შესაბამისად საშუალოზე მაღალი დონის მოთამაშეებით.

დასკვნა: ვაკოს აიაქსში არ მიიწვევენ! და მორჩით ჩვენი ერთ-ერთი მეზობელივით ოცნებეზე წერას!

და ნუ მიბლოკავთ კომენტარებს!


zaza
15:59 27-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული