"შეიძლება, ნაკრებში ნათამაშები ლეგიონერი დაიწუნო და პლაჟის ფეხბურთელი ამჯობინო?"

AutoSharing Option
სამწუხარო ამბავია: უცხოეთში მაცხოვრებელ მილიონიან ქართულ დიასპორას კიდევ ერთი კარგი ქართველი შეუერთდა - ქვეყანა დატოვა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მამუკა წერეთელმა და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა.

"თანამემამულენო, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. რამდენიმე საათში სამშობლოს დავტოვებ და ატლანტიკის ოკეანის გაღმა ნაპირზე დავიდებ ახალ ბინას. რთულია განშორება, თუმცა მზად ვარ, ჩვენს ქვეყანას კიდევ არაერთგზის ვემსახურო. აგრეთვე, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მეგობარს, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. მომიტევეთ, თუ რამე გაწყენინეთ. ღმერთი გფარავდეთ! პატივისცემით, მუდამ თქვენი მამუკა წერეთელი!" - ასეთი წერილი გამოაქვეყნა ეროვნული გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა.

როგორც
შევიტყვეთ, წერეთელმა ეგრეთ წოდებული "გრინ ქარდი" მიიღო, რაც აშშ-ში მუშაობის უფლებას აძლევს. მალე ის მწვრთნელად დაიწყებს მუშაობას ჩიკაგოს საფეხბურთო სკოლაში.

"უკვე ამერიკაში ვარ და მალე საფეხბურთო სკოლაში დავიწყებ მუშაობას. აქ ფეხბურთის განვითარებით სახელმწიფო დაინტერესდა და უზარმაზარი სახსრების დაბანდებას აპირებს. ამერიკა კი ისეთი ქვეყანაა, რასაც მოინდომებენ, აუცილებლად გააკეთებენ.

არ ვიცი, თუ გახსოვთ, თავის დროზე ფრენბურთის განვითარების პროგრამა შეიმუშავეს და ათ წელიწადში მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჩამოაყალიბეს. ფეხბურთშიც იმავეს გაკეთებას გეგმავენ. ეს გაცილებით რთული იქნება, მაგრამ მჯერა, ამას მოახერხებენ", - ამბობს წერეთელი.

ის თავის გულისტკივილს არ მალავს:

"ყოველთვის ვცდილობდი, რომ ქართული ფეხბურთის სამსახურში ვყოფილიყავი - სიტყვითაც და საქმითაც. რაღაც შევძელი, რაღაც - ვერა. სამწუხაროდ, კარიერა ნაადრევად შემაწყვეტინეს, 21 წლისა ფეხში დამჭრეს და მერე ძველ დონეზე თამაში ვეღარ მოვახერხე.

მწვრთნელობაც ვცადე და მენეჯერობაც. სამწუხაროდ, სულ ბარიერები და პრობლემები იქმნებოდა და ბოლოს ამ გაუგებარ წინააღმდეგობებთან ბრძოლამ დამღალა. ქართველები ნიჭიერები ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ დავლაგდით და ესაა ჩვენი პრობლემა.

მენეჯერობისას ბევრი რამ არ მესმოდა - როგორ შეიძლებოდა, რომ ნაკრებში ნათამაშები ლეგიონერი დაიწუნო და პლაჟის ფეხბურთელი, ან ორი წლის უთამაშებელი ფეხბურთელი ამჯობინო?! კიდევ ბევრი უცნაური ამბავი ხდებოდა...

მაგრამ ესაა ქართული რეალობა და დაკონკრეტებას აღარ შევუდგები. იმედია, ამერიკაში დავმკვიდრდები და თუ შესაძლებლობა მექნება, ქართულ ფეხბურთს აქედანაც დავეხმარები. სადაც არ უნდა ვიყო, მაინც ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ და ვდარდობ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა გინდათ,?ართქვას რაც ხდებოდა?თუ არ გყავს პათრინი ამ ქვეყანაში ვერაფერს ვერ მიაღწევ,, იმ ხელისუფლების დროს ფეხბურთელ ი რომელიც ,კარგად თამაშობდა გუბბერათორიც კი ერეოდა,აშინებდა გუნდის მევეურებს,,არ წაიყვაონოთ თორემ პრობლემები შეგექმნებათო,საც ფეხბურთელსაც კი ეშინოდა იმ მტავრობის, რა შუასია სპორტი დაპოლიტიკა?ფეხნურთელებსაც უსმენდე,დრეს დაშიებულები არარიან,მაგრამ ნაცნობ მეგობრობა მაინც გრძელდება,,ნაციონალებო ხმა არ ამოიღოთ,,
სიმართლე,,
15:06 02-07-2016
0
ასე ღიად უნდა ილაპარაკოს ყველამ. რისთვის ჩამოყავდათ ტურისტები კლუბებში, ალბათ თვითონ ჩამომყვანები ფულს აკეთებდნენ და ფეხბურთი კი ნელნელა კვდებოდა.
bebeto
16:07 02-07-2016
0

სიახლეები პოპულარული