სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს

AutoSharing Option
სანდრო კობახიძის დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს.

უკრაინულ კლუბს ხუანდე რამოსის სამწვრთნელო შტაბისთვის კუთვნილი თანხა არ გადაუხდია, რის გამოც უეფამ გუნდი ევროთასებიდან ერთი სეზონით მოკვეთა.

გარდა ამისა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა დაადასტურა, რომ კლუბი ახალ ჩემპიონატს მინუს 6 ქულით დაიწყებს; ამას დამატებული, კლუბს ახალი ტრანსფერების განხორციელება აქვს აკრძალული.

გასული სეზონის დასრულების შემდეგ კი გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. ლეო მატოსი და ევგენი შახოვი ბერძნულ პაოკ-ში გადავიდნენ. დმიტრი ჩიგრინსკი თემურ ქეცბაიას აეკ-ში გადავიდა, მატეუსი კი ჩინეთში აპირებს გადაბარგებას.

fcdnipro.com-ის ცნობით,
"დნიპროს" მფლობელმა იგორ კოლომიისკიმ კლუბის ფინანსირებაზე უარი თქვა. ამიტომ კლუბმა შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს.

ამასთან ერთად, "დნეპრ-არენა" შესაძლოა ლუცკის "ვოლინის" ან ახტირის "ნაფტოვიკის" საშინაო სტადიონი გახდეს, რომლებიც ასევე კავშირში არიან იგორ კოლომიისკის ბიზნესჯგუფთან.

"დნიპროს" ჩემპიონატიდან მოხსნის შემთხვევაში მისი ადგილი შესაძლოა ჩერკასის "დნეპრმა" დაიკავოს, რომელმაც უკრაინის პირველ ლიგაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

უკრაინულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის მენეჯმენტი ახალ ინვესტორებს ეძებს, რომ გუნდმა მეორე ლიგაში ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, დარჩება თუ არა გუნდში სანდრო კობახიძე.

- ჩემთვის მთავარია, ვითამაშო... სანდრო კობახიძეს "დნიპროდან" წასვლა უნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული