დავით კირკიტაძე კარიერას ისრაელში, ნაზარეთის "ჰაპოელში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" ნახევარმცველი დავით კირკიტაძე კარიერას ისრაელში გააგრძელებს. როგორც 23 წლის ნახევარმცველმა Sportall.ge-ს განუცხადა, ის ქვეყნის რანგით მეორე, ლეუმით ლიგაში მოასპარეზე "ჰაპოელ ნაზარეთში" წავიდა, სადაც უახლოეს 10 თვეს გაატარებს.

"მქონდა ვარიანტები სხვადასხვა გუნდიდან, არაერთი შემოთავაზება საქართველოდანაც იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ისრაელში წასვლა ვამჯობინე. აქ უფრო მეტად განვვითარდები, ვიდრე საქართველოში. საფეხბურთო ატმოსფეროც უკეთესია.

10-თვიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი, რის შემდეგაც ეს ხელშეკრულება გადაიხედება და ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, კიდევ 10 თვით გახანგრძლივდება.

მსურს, მთელი გულით წარმატებები ვუსურვო "ჩიხურას" ევროასპარეზზე. მგონია, რომ საკმაოდ კარგად იასპარეზებენ",
- გვითხრა კირკიტაძემ.

კირკიტაძეს, რომელსაც სამშობლოში "ჩიხურას" გარდა, "სამტრედიაში", ქუთაისის "ტორპედოში", რუსთავის "მეტალურგსა" და "ზუგდიდში" უთამაშია, ისრაელში თამაშის გამოცდილება აქვს - ის ტიბერიის "ირონის" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძუკუმ მწვრთნელად ვერ ივარგა და ამ მართლაც კარგი ადამიანის აგენტად მაინც ივარგოს. აბა ახალგაზრდა ცოლს რჩენა ხომ უნდა?!
კლიმენტი
29 ივნისი 2016 19:28
0
მე-5 კურსის შემდეგ სტუდენტური სამშენებლო რაზმში ვიკავით კაზახეთში 50 დგეში მომცეს 900 მანეთი. ახლა გააკეთედ დასკვნა.
გოგი
29 ივნისი 2016 17:05
0
რა არი რა ხდება ამ ჩვენს ფეხბურთელებს ევრო თასებზე თამაშს 2 ლიგაში თამაში ურჩევნით? ალბათ კაპიკებს უხდიან აქ
kaxi
29 ივნისი 2016 16:26
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული