გიორგი არაბიძე: არც მენეჯერი მყავს და არც უკრაინაში ვაპირებ დარჩენას

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გაზეთ "ლელოში" დაბეჭდილ, მიხეილ მეტრეველის ინტერვიუს გამოეხმაურა და რამდენიმე დეტალი დააზუსტა.

- გიორგი არაბიძის მენეჯერი: მას ახლა ეს ჰაერივით სჭირდება, რომ გაიზარდოს

ინტერვიუში მეტრეველმა, როგორც ფეხბურთელის მენეჯერმა, განაცხადა, რომ გიორგის რამდენიმე გუნდიდან აქვს წინადადება, მათ შორის, ბელგიიდან და ჰოლანდიიდან, თუმცა არც მისი რომელიმე უკრაინულ კლუბში იჯარით გადასვლა გამორიცხა.

არაბიძემ Sportall.ge-ს განუცხადა, რომ მას მენეჯერი არ ჰყავს, დონეცკური გუნდის დატოვება კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყვეტილი ამბავია.

"არანაირი მენეჯერი არ მყავს. ვინც ჩემი სახელით
ინტერვიუებს იძლევა, ტყუილს ავრცელებს. თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, აგერ, გეუბნებით და სხვებს ნუ დაუჯერებთ - "შახტარიდან" ჩემი წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ უკრაინულ გუნდში, თანაც იჯარით, ნამდვილად არ მივდივარ", - გვითხრა გიორგიმ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რა გახდა ერთი ფეღბურთზე შეყვარებული ქართველი ბიზნესმენის ნახვა...?! რო ჩადოს ფული და იშოვოს თვთონაც და გულშემატკივარიც გაგვახაროს... / გააკეთოს და აიგოს მაგალითი , პორტუსგან, ლიონისგან, აიაქსისგან... შემოკრიბოს ეს ნიჩიერი ბიჩები, მიმოფანტულები რო არიან აქეთ-იქით, დუბლებში და სკამის ხეხვას , ერთი ორი სეზონი რო ჩაატარო საკუთარი ქვეყნის გამართულ კლუბში, არ ჯობია??? წინ სვლაც იქნება და გახარებაც..../ დინამოს გმერთმა კი გამოუგზავნა ფულიანი პატრონი, მაგრამ ვისში და საერთოდ რა ტრანსფერებში ანიავებს თავის ფულს ვერ ვხვდები... მერე მოსდის გული და ბრაზობს !!!!
Vaso
16:38 29-06-2016
0
გმერტმა დაგლოცოს გიო საქარტველოს ჯერა რომ დიდი ფეხბურტელი გახდები გვჯერა, გვჯერა გვჯერა!!!!!!
mamuka
17:01 29-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული