სავარაუდო ტრანსფერი: თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია ერთად რუსულ კლუბში?

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად ჯერ კიდევ ბელგიური "გენკის" ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერს იქ გაჩერება არ სურს. როგორც შევიტყვეთ, მისმა მენეჯერმა კლუბთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი შედარებით დაბალი კომპენსაციის საფასურად გაწყდება, ბელგიელები კი ამას ხელს არ შეუშლიან.

24 წლის ოქრიაშვილმა დასრულებული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით თურქულ "ესქიშეჰირში" ითამაშა, რომელიც სუპერლიგიდან გავარდა. ქართველმა ამ გუნდთან ერთად პირველ ლიგაში თამაში გამორიცხა და ახალი კლუბის ძიებას შეუდგა.

როგორც შევიტყვეთ, ოქრიაშვილს რამდენიმე საინტერესო წინადადება აქვს. ერთი კონკრეტულია - მასთან ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთის პრემიერლიგის
კლუბი, ეკატერინბურგის "ურალია" დაინტერესებული, რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გიორგი ჭანტურიამ გააფორმა.

მაგრამ ოქრიაშვილს ევროპის რომელიმე ტოპ-ლიგაში გადასვლა სურს და აიმედებენ კიდეც, რომ არის ვარიანტები ესპანეთში ან საფრანგეთში. ამიტომ რუსებს ჯერ საბოლოო პასუხს არ ეუბნება.

ის ბელგიაში 1-ელ ივლისს ჩავა, მერე კი, დიდი ალბათობით, ახალ გუნდს შეუერთდება - მოლაპარაკებები ესპანეთისა და საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონების გუნდებთან მიმდინარეობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
მტელი ცაკალატბურტო ნაკრები








შოთა გუგეშაშვილი
01 ივლისი 2016 19:09
0
ეს მსოფლიო სპორტიც და სპორტალიც არის ყვითელი პრესა. წერენ იმას რაც მოგანდომებს რომ შეხვიდე იქ - სკანდალურს, ფანტაზიის ნაყოფს და ა.შ. რომ იტყუებიან სხვადასხვა ტოპ ლიგაში გადადისო, ეს ბუნებრივია. ყვითელი პრესა ამით არსებობს.
odala
01 ივლისი 2016 18:25
0
რა უბედურებაა დაიწყეფთ გერმანიაო, საფრანგეთიო, ესპანეთიო და ბოლოს ყველა რუსეთში გარბის თან რა გუნდებში, ასე იყო ორივე ფეხბურთელზე და არა მარტო ამ ორზე, გეყოფათ რა კითხვა მეზარება უკვე.
დათო
01 ივლისი 2016 17:38
0
სამართალი რო იყოს, მთელ მსოფლიო ფეხბურთში მხოლოდ ქართველები უნდა მუშაობდენ სკაუტებად? :D :D :D :D :D
giga
01 ივლისი 2016 16:59
0
კრისტიანოზე ნიჭიერი ყოფილა თურმე აიფონა))))
hj
01 ივლისი 2016 16:42
0
ჰაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეე
Akaki
01 ივლისი 2016 16:13
0
25000$ გადამიხადონ და ყირგიზეთში კი არა მაგადანში წავალ. მესმის მე თორნიკესი, რომელი 24 წლის ქართველი ამბობთ უარს კლუბში წასვლაზე ჯიბეში 200 ლარი მაინც რო გიდევთ თორნიკესნაირი ფხბურთელი საქართველოს ბევრი არ ყავს და არც ყოლია თითზე ჩამოსათვლელია ეგეთი ნიჭიერი. იმის მაგივრად რო გვერდში დაუდგეთ რთულ პერიოდში ლანძღავთ კაცს ნაკრებისთვის თავს არ ზოგავს ბიჭი ბოლომდე იხარჯება და ერევნის არარაში რო წავიდეს სათამაშოთ მაინც მაგარი ფეხბურთელი იქნება ჩემთVის და ყოველთვის წარმატებას ვუსურვებ.
პ.ს.
კრიშტიანოს ნიჭი რო ნახეს პორტუგალიელებმა თვითონ გაზარდეს და ოქრი მაგაზე ბევრად ნიჭიერია ჩემი აზრით და თუ არ ვეხმარებით ამ რთულ პერიოდში გვერდით მაინც დავუდგეთ.
მიდი ოქრი გვარი გაამართლე
me
01 ივლისი 2016 16:09
0
თორნიკე–ს ოქრიაშვილი ხარ ალბად ხო?ჩემი დიდი თხოვნაა ვარჯიშს უფრო დიდი ყურადღება დაუთმო ვიდრე სტატიებს და ესეთებს.არ მგონია შენი წარმატება ვინმეს არ გაუხარდეს
გიორგი
01 ივლისი 2016 16:06
0
ყველა ფეხბურთელი თამაშობს ან უნდა ითამაშოს იმ დონის გუნდში, რა დონისანიც თვითონ ფეხბურთელები არიან. მხედველობაში მყავს ლეგიონერები. ამას წყალი არ გაუვა. გამონაკლისებიც შეიძლება იყოს, არ გამოვრიცხავ.
kako
01 ივლისი 2016 15:48
0
25 000 $ გადაგიხადონ თვეში და რუსეთში კიარა ყირგიზეთშიც წახვალთ ! გარედან ადვილია ლაპარაკი,იმის მაგივრად ფეხბურთელები გაამხნევოთ,ჩასაფრებულები ხართ რო ვიღაცას დასცინოთ და გააკრიტიკოთ.სლოვალეთის ნაკრების ერთერთი წამყვანი ფეხბურთელი "ვლადიმერ ვაისი " ყატარში თამაშობს და რა ამით ცუდი ფეხბურთელია? განსაჯეთ ნაკრებში ჩატარებული თამაშით ქართველი ფეხბურთელები,ფეხბურთელის კლუბური არჩევანი უკვე თავისი პირადი საქმეა და ამოვიდა ყელში ერთი და იგივე.
პ.ს თევენ თავიანთ საქმეში წარმატებული ხართ ???????
თორნიკე
01 ივლისი 2016 15:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული