თორნიკე ოქრიაშვილი ბელგიაში ჩავიდა და ჯერ ისევ "გენკში" ვარჯიშობს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ბელგიაში ჩავიდა და როგორც შევიტყვეთ, "გენკთან" ერთად პირველად ივარჯიშა კიდეც.

ცნობილია, რომ 24 წლის ოქრიაშვილი ბელგიურ კლუბში აღარ დარჩება, ის იქ მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს, ახალ კლუბს კი დაახლოებით ერთ კვირაში გაარკვევს.

როგორც შევიტყვეთ, ევროპული კლუბების გარდა, ნაკრების შემტევის გადაბირებით რუსული გუნდებიც არიან დაინტერესებულნი, მათ შორის - ეკატერინბურგის "ურალი", მაგრამ ოქრიაშვილს უფრო ევროპაში სურს თამაში და რუსული პერსპექტივა მაინცდამაინც არ ხიბლავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მერე წყონთ ოქრიაშვილებს და სხვებს რომ ზარმაცებს ეძახიან. არაფერიც არ მიკვირს,რომ არავის არ უნდა მისი ხილვა თავის გუნდში. რა ვერ გავიგე იცით? ქინქლაძეს არ გამოუვიდა კარიერა ცარიელი ნიჭით და რატომ გონია ოქრიაშვილს, რომ მასზე რეალი და ბარსა დახოცავენ ერთმანეთს?!
MARADONA
20:29 05-07-2016
0
როდის დაშოშმინდება ეს კაცი?!
პეტროსი
19:09 05-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული