ლეგიონი გუშინ: გიორგი არაბიძის მიერ მოპოვებული და რეალიზებული პენალტი

AutoSharing Option
გუშინ, 7 ივლისს, დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდული გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ტულის "არსენალთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 1:2.

"შახტარის" ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე სათადარიგო იყო და მოედანზე შეხვედრის მეორე ტაიმში გამოჩნდა, როცა ანგარიში ტულელთა სასარგებლოდ 2:0 იყო.

"მატჩის 65-ე წუთამდე "არსენალი" 2:0-ის იგებდა, რის შემდეგაც მოედანზე შემოსულმა გიორგი არაბიძემ პენალტი გამოიმუშავა და თავადვე მოახდინა მისი რეალიზება", - წერს დონეცკელთა ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული