გამგზავრებამდე "კრილიას" ფეხბურთელებმა მოსკოვში სამედიცინო შემოწმება გაიარეს. რუსეთის დედაქალაქიდან კი გუნდი ბრიუსელში გაფრინდა, საიდანაც ჰოლანდიურ ოსტერვეიკში გადაინაცვლებს. სწორედ იქ გაივლის გუნდი შეკრებას.
უცხოურ შეკრებაზე გიორგი ლორიას გუნდი 5 საკონტროლო მატჩს გეგმავს. "კრილიას" პირველი მეტოქე რუმინული "სტიაუა" იქნება, რომელსაც 10 ივლისს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველმა მეკარემ გუნდთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა. "კრილია სოვეტოვმა" 2015/16 წლების რუსეთის პრემიერლიგის სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა.