ამ საკონტროლო მატჩებში "გენტის" შემადგენლობაში კვლავ გამოჩნდა გიორგი ბერიძე. ბელგიელები ორივე მეტოქეს "გელამკო არენაზე" უმასპინძლეს და ორივეს დაუზავდნენ - ბერძნებთან 2:2, ხოლო თანამემამულეებთან 1:1 ითამაშეს.
ბერიძე "ოლიმპიაკოსთან" მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, ხოლო "სერკლ ბრიუგესთან" - ასევე მეორე ტაიმში. "გენტის" პრესსამსახურის ცნობით, მეორე სპარინგში ქართველ ფლანგის შემტევს თავისიანების დაწინაურების შანსიც ჰქონდა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.
საინტერესოა, რომ
ერთ-ერთ მათგანთან, დაბალი ლიგის ბელგიურ "დე პრინტთან" (2:0) გიორგიმ თავისიანების მოგებაში წვლილი გოლითაც შეიტანა. მერე "გენტი" გაცილებით სერიოზულ მეტოქეებს დაუპირისპირდა და მწვრთნელმა ახალგაზრდა ქართველი ამ შეხვედრებშიც ათამაშა. ფაქტია, რომ ბერიძეს ძირითად შემადგენლობასთან აჩვევენ. ეს მისი შანსია და იმედია, გამოიყენებს კიდეც.
სამწუხაროდ, "გენტის" რიგებში არ ჩანს კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრობის კანდიდატი, ცენტრალური მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელიც დაშავებული იყო. მან ტრავმა უკვე მოირჩინა და 10 დღის წინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვითაც ივარჯიშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"