მატჩი ალმათის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის დროით 18:45 სთ-ზე დაიწყება.
ყაზახური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელთან დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მეტოქე სერიოზული გუნდია. შარშან ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა. ვნახეთ "მაკაბის" შარშანდელი მატჩები და ბოლო ორი შეხვედრა პირველ რაუნდში. მეტოქეს ორი სრულფასოვანი შემადგენლობა ჰყავს. რთული, მაგრამ საინტერესო დაპირისპირება
რაც შეეხება მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძეს, ფორტუნამ ისე ინება, რომ ერთმანეთს ამ ეტაპზე დავუპირისპირდით. არადა, ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ვახლობლობთ ოჯახებით. თუმცა, ახლა ცოტა ხნით ამ ყველაფერს გვერდზე გადავდებთ და მოედანზე მეტოქეებად გავალთ.
"ქაირათიცა" და "მაკაბიც" თანაბარი ძალის გუნდებია და თამაშითაც და შემადგენლობითაც, ორივე იმსახურებს ჯგუფურ ეტაპზე თამაშს. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს. ჩვენ კი ყველაფერს ვიზამთ, რომ ეს "ქაირათი" იყოს. მგონია, რომ ამ წყვილიდან გასული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე თამაშს იმსახურებს".
- შოთა არველაძე: მე და ცხადაძე მეგობრები ვართ, ეს მეტია, ვიდრე ნათესაობა