მათე ვაწაძე და "ორჰუსი" სიტყვიერად შეთანხმდნენ...

AutoSharing Option
მათე ვაწაძეს, "ორჰუსის" ყოფილ ბომბარდირს, კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს კლუბთან, მაგრამ ეს გუნდი ქართველი ფორვარდისთვის უკვე წარსულია.

დანიური მედიის ცნობით, ვაწაძე აღარ ვარჯიშობს "ორჰუსში" და ის აღარ დაბრუნდება, ქართველმა უკვე ითამაშა ბოლო მატჩი "ორჰუსის" თეთრი მაისურით.

კონტრაქტის არსებობის მიუხედავად, გუნდის თავკაცი გლენ რიდერსჰოლმი აცხადებს, რომ მხარეები მორიგდნენ, რომ ფორვარდმა ახალი გუნდი უნდა მოძებნოს.

"სიტყვიერად შევთანხმდით. ჩვენ აღარ განვიხილავთ მათეს გუნდში და არც მათე განიხილავს "ორჰუსს" თავის გუნდად. აღარც მის გუნდში ვარჯიშს აქვს აზრი", - განაცხადა მწვრთნელმა.

მათე ვაწაძე 2012 წლის
შემოდგომიდან თამაშობდა "ორჰუსში". მან 81 მატჩში 33 გოლი გაიტანა. 2014/15 წლების სეზონში მათე 20 გოლით დანიის I დივიზიონის ბომბარდირი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოდი დინამოში, გელაშვილს გაუშვებთ
Dinamo
17:15 14-07-2016
0

სიახლეები პოპულარული