ამასთან, კაკაბაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის "ხიმნასტიკის" მაისურს უსახსოვრებს.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს ინტერნეტკონფერენციიდან.
მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ ახალ კლუბში გადასვლას და წარმატებას გისურვებ! როგორია შენი პირველი შთაბეჭდილებები ესპანეთსა და ესპანურ ფეხბურთზე? ივარჯიშე თუ არა უკვე ახალ კლუბში და გქონდა თუ არა გულშემატკივართან შეხება?
- ესპანურ ფეხბურთს ჩემი წარდგენა არ სჭირდება. აქ უდაოდ მაღალი დონეა. ახალ გუნდში უკვე
მკითხველი:
- ოთარ, გილოცავ ახალ კლუბს და წარმატებას გისურვებ! შენი წარმატება ყველა გულშემატკივრის წარმატება იქნება... რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვინც ფეხბურთის აკრძალვაზე საუბრობს და რას გვეტყვი ჩვენ, ვისაც ბოლომდე გვჯერა თქვენი?
- საქართველოში ფეხბურთის აკრძალვაზე საუბარი ძალიან სასაცილოა. ხოლო იმათ, ვისაც ჩვენი ბოლომდე სჯერა, ვეტყვი, რომ ძალიან გვსურს თქვენი გახარება და იმედი გვაქვს, მალე დიდ წარმატებას მივაღწევთ.
მკითხველი:
- რა გრძნობა დაგეუფლა, როცა "დინამოს" თამაშს უყურებდი "ალაშკერტთან"? და "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდესმ გული არ დაგწყდება ასეთი გუნდიდან რო წახვედი?
- მაგ თამაშის დროს ვარჯიში მქონდა. ბოლო 15 წუთს მე, აბურჯანიამ და ჩისკომ ერთად ვუყურეთ, ესპანეთიდან ვგულშემატკივრობდით და მსურს, მივულოცო კლუბს ეს გამარჯვება, მათ ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშეს.
ორი აზრი არ არის იმაზე, რომ ძალიან გამიხარდება, თუ "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. გული კი არანაირად არ დამწყდება,ვ პირიქით, ქართულ ბიჭებს და ქართველ ფეხბურთელებს ეს სჭირდებათ თავიანთი მომავლისთის. მსურს, წარმატებები ვუსურვო "დინამოს" ევროასპარეზზე, მე კი საქმეს აქ შევუდგები.
სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა შეგიძლიათ აქ - ოთარ კაკაბაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.