ლეგიონის უქმეები: დაუშვილის დებიუტი, მჭედლიძის გოლი

AutoSharing Option
17 ივლისს უნგრეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (I ტური) ბუბა დაუშვილის დებიუტი შედგა. მისი "დიოშდიორი" სტუმრად "ვიდეოტონს" შეხვდა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

დაუშვილი მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე შევიდა მოედანზე, ხოლო 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

* * *
ნორვეგიის ტიპელიგაში "სტაბეკმა" შინ 1:1 ითამაშა "ბრანთან". მასპინძელთა ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 73-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
პოლონეთის ექსტრაკლასას პირველ ტურში ლაშა დვალის "შლიონსკმა" პოზნანის "ლეხს" უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სრულად ითამაშა.

* * *
მოსკოვის
"სპარტაკმა" ამხანაგურ მატჩში 3:1 დაამარცხა შვეიცარიული "იანგ ბოიზი". რუსული კლუბის ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე 72-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
ასევე ამხანაგურ მატჩში იტალიურმა "ემპოლიმ" სამოყვარულო ლიგის კლუბი "ფარო გაჯო" 9:1 დაამარცხა. 85-ე წუთზე მერვე გოლი ლევან მჭედლიძემ გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მჭედლიძეს სამწუხაროდ გოლი არ გაუტანია.
კოკო
10:36 18-07-2016
0
ჯანომ საგოლე პასი გააკეთა კუთხურიდან
fdjdj
10:15 18-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული