მათე ვაწაძე: "ორჰუსის" მწვრთნელი ყველაფერს მე მაბრალებს...

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ დანიურ მედიაში დაიწერა, რომ იქაური "ორჰუსი" და მათე ვაწაძე სიტყვიერად შეთანხმდნენ ურთიერთობის გაწყვეტაზე.

სიტუაციაში გასარკვევად საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ფორვარდს დანიაში შევეხმიანეთ.

"არაფერიც არ დასრულებულა. ცოტა სხვანაირად ითარგმნა ეს ყველაფერი. მწვრთნელს ჰკითხეს აზრი და აღმოჩნდა, რომ ყველაფერს მე მაბრალებს.

სხვანაირად ითარგმნა აქაც და მანდაც. ცოტა ხანში დავწერ სიმართლეს, თუ ასე გაგრძელდა", - გვითხრა ვაწაძემ და იქვე დასძინა:

"დანიაში არის რამდენიმე გუნდი, რომლებსაც ჩემი გადაბირება აინტერესებთ, მაგრამ მწვრთნელი უარზეა - კონკურენტ გუნდში არ გაგიშვებო, მეუბნება".

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ის არ არის დოკუმენტური ფილმი რომ გადაიღეს!! თუ ეს არის, მაშინ მწრთვნელი ნამდვილად მართალი იქნება!! ტიპი არის.....ნუ აღარ ვიტყვი... და მყვირალა ჰოლანდიელის ფრაზა ვიგულისხმე!!
0
ამ ფეხბურთელმა იქნებ როგორმე დააღწიოს ამ გუნდს თავი.
bebeto
18:37 18-07-2016
0

სიახლეები პოპულარული