ჯაბა კანკავას ესპანეთის ლა ლიგაში თამაშის რეალური შანსი გამოუჩნდა

AutoSharing Option
ფოტოზე: ხუანდე რამოსი და ჯაბა კანკავა
როგორც ფრანგული და უკრაინული მედია (lequipe.fr, matchday.ua) იუწყება, საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას გადაბირებით ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბი "მალაგაა" დაინტერესებული.

"მალაგას", რომელმაც ლა ლიგის წინა სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა, ხუანდე რამოსი წვრთნის. 61 წლის ესპანელი სპეციალისტი კანკავას შესაძლებლობებს საკმაოდ კარგად იცნობს - თავის დროზე მასთან დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" უმუშავია, სადაც უდიდეს ნდობას უცხადებდა. დიდი ალბათობით, 30 წლის ქართველი ნახევარმცველის ევროპის საუკეთესო ლიგაში წაყვანის ინიციატივაც სწორედ რამოსისგან მოდის.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კანკავა ფრანგული "რეიმსის" ღირსებას იცავდა,
სადაც 27 მატჩი ჩაატარა. "რეიმსი" ლიგა 1-იდან გავარდა, რის გამოც ჯაბამ გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
კარგი კაცია ჯაბა მაგრამ იმ თამაშით რაც რეიმსში ითამაშა მალაგაში გაუჭირდება ძირითადში თამაში.
kaxa
09:25 20-07-2016
0
კარგია, ძალიან კარგი ტრანსფერი იქნება ჩემი აზრით.
giorgi
12:30 19-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული