პირველი მატჩი 1:1 დასრულდა და მეორეც ასევე მთავრდებოდა, მაგრამ ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ალბერმანმა თელავიველებს გამარჯვება მოუტანა - 2:1.
III საკვალიფიკაციო ეტაპზე არველაძის "მაკაბის" მეტოქე რუმინული "პანდურიია".
ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" მეორე მატჩიც მოუგო ბუდაპეშტის მტკ-ს - 2:0 (საერთო ჯამში - 4:1) და მესამე წრეში ფრანგულ "ლილს" ხვდება. ნიკამ 79-ე წუთამდე ითამაშა.
III წრეში ერთვება თემურ ქეცბაიას აეკ-ი, რომლის მეტოქე ფრანგული "სენტ ეტიენია" და ჯანო ანანიძის "სპარტაკი", რომელიც კვიპროსულ აეკ-ს ხვდება.