პოლტავის "ვორსკლამ" საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. კობახიძის და კიდევ 3 ფეხბურთელის წარდგენა 21 ივლისს, საღამოს, "ვორსკლას" სტადიონის პრესცენტრში გაიმართა.
28 წლის ქართველი ნახევარმცველი უკრაინულ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ კობახიძე "ვორსკლას" რიგებში ცოტა ხნის წინ, "დნიპროდან" გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.