პოლტავის "ვორსკლამ" სანდრო კობახიძე ოფიციალურად წარადგინა

AutoSharing Option
პოლტავის "ვორსკლამ" საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. კობახიძის და კიდევ 3 ფეხბურთელის წარდგენა 21 ივლისს, საღამოს, "ვორსკლას" სტადიონის პრესცენტრში გაიმართა.

28 წლის ქართველი ნახევარმცველი უკრაინულ გუნდში 7-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ კობახიძე "ვორსკლას" რიგებში ცოტა ხნის წინ, "დნიპროდან" გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული