წლის ტრანსფერის მოლოდინში: გიორგი აბურჯანია "სევილიას" სამიზნეა!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ კარიერა, შესაძლოა, ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელოს.

კატალონიური საიტის lesportiudecatalunya.cat-ის ინფორმაციით, 21 წლის ქართველი ფეხბურთელით "სევილია" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, კლუბი მზადაა "ხიმნასტიკს" გადაუხადოს ის თანხა, რომელსაც კლუბი ქართველის სანაცვლოდ მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ აბურჯანია "ხიმნასტიკში" მიმდინარე წლის ზამთარში "ანართოსისიდან" გადაბარგდა და მოკლე ხანში, გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელადაც იქცა.

"სევილიამ" გასულ სეზონში ევროპალიგა მოიგო, ლა ლიგა კი მე-7 ადგილზე დაასრულა. წელს ანდალუსიური გუნდი ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, მანამდე კი უეფას სუპერთასის მატჩში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ ჟურნალისტების ,,მჭერმეტყველების,, გამოცდილებით,მეშინია რუსეთის ცენტრალურ ზონაში არ აღმოჩნდეს! თუ მართალია ,წარმატებები გიოს!
ნუ ბლოკავთ კომენტარებს! გამოაქვეყნეთ! ნუ ბლოკავთ!
თორნიკე
13:23 23-07-2016
0
მის შეძენა ბარსაშიც სურთ, ფლანგის გაძლიერბისთვის,,
დათა
13:33 23-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული