"ხიმნასტიკმა" აბურჯანიას შემცვლელი იყიდა - როგორც ჩანს, გიორგი "სევილიაში" მიდის!

AutoSharing Option
ტარაგონის "ხიმნასტიკმა", რომლის რიგებშიც გიორგი აბურჯანია და ოთარ კაკაბაძე ირიცხებიან, მორიგი ტრანსფერი განახორციელა.

ესპანური diarimes-ის ინფორმაციით, "ხიმნასტიკმა" აბურჯანიას შემცვლელის ძებნა წინდაწინ დაიწყო და უკვე იპოვა კიდეც - კატალონიური გუნდი ქართველ ნახევარმცველს ჩილელი ხუან დელგადოთი ჩაანაცვლებს.

დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი ლა ლიგის წარმომადგენელ "სევილიაში" თითქმის გადაწყვეტილია და დღე-დღეზე ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს.

ასევე იხილეთ:
- Sportall.ge-ს ექსკლუზივი: "სევილია" გიორგი აბურჯანიაში 1 700 000 ევროს იხდის!
მკითხველის კომენტარები / 7 /
საიტის ადმინისტრატორები მიაქციეთ ყურადღება,საიტზე რაღაც მავნებელი პროგრამაა (უფრო ეს არის ფლეშ პლეიერი და მისი ბაგები) რის გამოც ბრაუზერ გუგლ ქრომში ვერ ხერხდება მეორე-მესამე ფანჯრის გახსნაც კი, იჭედება მაშინვე, სხვა ბრაუზერებში ასე არ არის.
ისე კი ეს იდიოტური რეკლამა ონლაინ სესხის რომ ამოიღოთ თავზე მონიტორის დაცემის ვიდეოთი, მაგრად უშველიდა ამ პრობლემასაც.
jarji21
16:12 26-07-2016
0
თუ მართლა სევილია B-ში სათამაშოდ გადადის არასწორი გადაწყვეტილებაა უკან გადადგმული ნაბიჯია... იქ თამაშობდა და უმაღლესში გადასვლის შანსიც ჰქონდა, თუ მართლა აინტერესებდა სევილიას ხიმნატიკშიც კარგად დააკვირდებოდა და შემდეგ სეზონში პირველი გუნდისთვის აიყვანდა... რავიცი მაგრამ წარმატებებს გისურვებ გიორგი იმედია სწორი გადაწყვეტილება მიიღე
zaza
16:09 26-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული