ვაკო გვილია: ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, გვილიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის ბატე-ს მაისურს უსახსოვრებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- ვინ არის შენთვის მისაბაძი მაგალითი ცხოვრებაში, ვის აზრსაც ყოველთვის ითვალისწინებ და ვინ არის შენთვის მისაბაძი მაგალითი მოედანზე?
- ჩემთვის მისაბაძი ადამიანები მამაჩემი სლავა გვილია და ჩემი ბავშვობის მწვრთნელი ზაურ ბულია არიან. მათ აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.

მისაბაძ ფეხბურთელს რაც შეეხება: მას მერე, რაც 16-17 წლის ასაკში უკრაინაში გადავედი,
ეს ჰენრიხ მხითარიანია - არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ადამიანიც! საკუთარი თავის წინაშე ყოველთვის ისახავდა მიზნებს და არასდროს კმაყოფილდებოდა მიღწეული წარმატებით. ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში, რომელიც ბაზაზე ცხოვრობდა და ცხოვრობდა ფეხბურთით! მხითარიანის იმ შრომამ ნაყოფი გამოიღო და ის ახლა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ღირსებას იცავს.

სრული ინტერნეტკონფერენციის ნახვა შეგიძლიათ აქ - ვაკო გვილიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული