ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში გუშინ რამდენიმე "ქართულმა" გუნდმა ითამაშა.

ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" გასვლაზე დაუზავდა კვიპროსულ აეკ-ს - 1:1. შეხვედრის 38-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ულამაზესი გოლი შეაგდო. მოწინააღმდეგის მთელი დაცვა გააბითურა და გადაუგდო ბურთი კვიპროსელთა მეკარეს. ჯანო "სახალხო გუნდის" დამრიგებელმა დმიტრი ალენიჩევმა 72-ე წუთზე შეცვალა. მის ნაცვლად თამაშში რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე ჩაერთო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აზერბაიჯანის "გაბალა" საფრანგეთში დაუზავდა ადგილობრივ "ლილს" - 1:1. "გაბალას რიგებში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა. სწორედ
მისი პასით გახსნა ანგარიში 13-ე წუთზე აზერნაიჯანული კლუბის უკრაინელმა ლეგიონერმა ვერნიდუბმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლტავის "ვორსკლა" ზაგრებში ფრედ ეთამაშა ხორვატულ "ლოკომოტივს" - 0:0. ხორვატთა წინააღმდეგ უკრაინული გუნდის შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

ჩეხეთში "სლავია" პორტუგალიურ "რიო ავეს" დაუზავდა - 0:0. მასპინძელთა რიგებში 81 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა შუახაზელმა, ლევან ყენიამ.

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "მაკაბიმ" გასვლაზე 3:1მოუგო რუმინულ "პანდურიის" და პრაქტიკულად გაინაღდა ევროპალიგის პლეი ოფის საგზური.

შედგა თემურ ქეცბაიას დებიუტი აეკ-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ბერძნულმა კლუბმა გასვლაზე ფრედ, 0:0 ითამაშა საფრანგეთში, "სენტ ეტიენთან", რაც სავსებით მისაღები შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
Bravo, este pensamiento muy bueno tiene que justamente a propГіsito
http://gamejolt.com/games/rexuiz-fps/250380
http://www.adrianomassi.com/viewtopic.php?f=2&t=176048
http://www.adrianomassi.com/viewtopic.php?f=20&t=181802
http://redsurvival.net/showthread.php?tid=22553&pid=118778#pid118778
slAtoene
25 სექტემბერი 2017 07:43
0
ibn career khecgtb gisela fritz pouting dlstorted real tzsv broach rooster bing parenthood betsey http://klemensbgw.xyz trumpeting ravic morrie
thzcemrv
04 მარტი 2017 23:34
0
სპორტული პორტალი - ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]
mac powder brush best single color long lasting face makeup wholesale
03 მარტი 2017 15:38
0
a viagra
Tracyhaw
13 თებერვალი 2017 14:20
0
ორმოცგრადუსიან სიცხეში ჯანომ გაიტანა,თორემ სხვებმა ასპროცენტიანი გოლები გამაზეს.
jumber
29 ივლისი 2016 15:34
0
ეს გოლი შედევრია ამას რა მტკიცება უნდა.
koka
29 ივლისი 2016 15:09
0
ლევანი ძამო ადეკვატური იყავი ეს გოლი შედევრია მითუმეტეს როცა ამას ნახევარმცველი აკეთებს მოძრაობას დააკვირდი ბურთს საერთოდ არ უყურებს იმ მომენტში სიტუაცია ბოლომდე აქვს განსაზღვრული ეს არის პროფესიონალიზმი მეტი არაფერი და მაღალი კლასის შესრულება :) ასე რომ მოდი შესაქები უნდა შეაქო შენიც და სხვისიც
ლევანს
29 ივლისი 2016 13:51
0
გაბალამ ლილთან ფრე ითამაშაო????? საღოლ სამტრედია, კიდე უარეს გადარცენილა.
haha
29 ივლისი 2016 11:22
0
ეგეთი გოლები ნაკრებშიც დაამატე თან ბეეევრი
gio
29 ივლისი 2016 11:07
0
გიორგი მელქაძე ვინ არის იქნებ მოქალაქეობა მივცეთ და საქართველოს ნაკრებს გამოადგეს!
gio
29 ივლისი 2016 10:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული