თბილისის "დინამო": ქვილითაიას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" Sportall.ge-ს დაუდასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვენის "რაპიდთან" გიორგი ქვილითაიას ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

- "რაპიდის" სპორტული დირექტორი: გიორგი ქვილითაიას უკვე შევუთანხმდით

როგორც კლუბში გვითხრეს, ჯერჯერობით ყველაფერი მოლაპარაკებების სტადიაზეა და გადაწყვეტილი კონკრეტულად არაფერია, თუმცა ზაგრების "დინამოსთან" განმეორებით მატჩში 22 წლის ფორვარდი ნამდვილად თბილისელთა შემადგენლობაში იქნება.

აქვე გეტყვით, რომ სააგენტო transfermarkt.de-ს ბოლო მონაცემებით, ქვილითაიას სატრანსფერო ფასი 600 000 ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოსა" და ზაგრების "დინამოს" შორის საპასუხო მატჩი "დინამო არენაზე" 2 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ტრამვა არა და შაშაკოლა, სინჯებზე იქნებოდა ან სამედიცინო შემოწმებაზე !!

ეჰ ფიფოს მგონი მართლა ჰკიდია დინამო!
0
აბა ტრამვაო ?:)
შაკო
18:11 29-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული