"რაპიდის" სპორტული დირექტორი: გიორგი ქვილითაიას უკვე შევუთანხმდით

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას, სავარაუდოდ, ვენის "რაპიდში" გააგრძელებს.

"ჩვენ მას უკვე შევუთანხმდით", - ადასტურებს კლუბის სპორტული დირექტორი ანდრეას მიულერი "კრონესთვის" მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ირკვევა, 22 წლის ქართველს "რაპიდში" ნახევარი წელია აკვირდებიან. გასულ სეზონში ქვილითაიამ 24 გოლი გაიტანა და თბილისის "დინამოს" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

აქვე გეტყვით, რომ 28 ივლისს "რაპიდი" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად "ტორპედო ჟოდინოს" შეხვდა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

გასულ სეზონში "რაპიდმა" ავსტრიის ჩემპიონატი 65 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.

მომზადებულია boerse-express.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
- Kurier: ვენის "რაპიდს" გიორგი ქვილითაია სურს
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ წაიყვანეს უნდა წავიდეს. ფეხბურთის თამაშს მაინც ასწავლიან. საქართველოს ჩემპიონატში გოლის გატანა ფეხბურთელობას არ ნიშნავს. ევროპის თასებზე კი გამოჩნდა რომ როგორც ფეხბურთელი არაფერს წარმოადგენს და იმედია ავსტრიელები ასწავლიან, მე პირადად მომწონს "რაპიდი"მიუხედავად შედეგისა ყოველთვის აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს და თავდამსხმელისთვის მისწრებაა ასეთ გუნდში გადასვლა. ყველა ქართველს გაუხარდება მაგის წარმატება და ისიც ყველამ იცის რომ აქ ამ დონეზე მეტს ვეღარ აქაჩავს.
........
10:05 30-07-2016
0
შოთა გუგეშაშვილი-ს. რას ქვია უშვებს. არ გაუშვებს და ძალიანაც დააშავებს. ახალგაზრდა მზარდი ფეხბურთელია და უნდა წავიდეს აუცილებლად. მან ჩვენს ჩემპიონატში ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ავსტრიაში მიდის, ავსტრიაში, გაივე ვი...ოოოო. ევროპაა, ევროპაააააა!! გაიგე, ჯო!!!
micko
16:44 29-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული