ქართული ლეგიონი: ლიპარტიას საგოლე პასი, მერებაშვილის დებიუტი

AutoSharing Option
ბელარუსის უმაღლეს ლიგაში პაპუნა მოსემღვდლიშვილის "სლავია" "სლუცკს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი 65-ე წუთზე შეცვალეს. ვაკო გვილიას ბატე-მ 2:0 მოუგო ბრესტის "დინამოს", ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. ბატე 16 ტურიდან 38 ქულით ლიდერობს, "სლავია" 19 ქულით მე-11 ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრილიგაში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" სტუმრად "პაიდეს" გაუმკლავდა - 3:0. ბეგლარიშვილმა 90 წუთი ითამაშა.

ჩეხეთში ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცემ" სტუმრად 1:0 მოუგო "დუკლას". სასტარტო ტურში ცისკარიძე სათადარიგოს როლით დააკმაყოფილეს.

ავსტრიის რეგიონალლიგაში ლუკა ძიძიგურის "კუფშტაინი" სტუმრად "ვიორგლთან" 2:3 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

უკრაინაში გიორგი
გადრანის
(არ უთამაშია) და დავით ხოჭოლავას (ფოტოზე. 90 წუთი, გააფრთხილეს) "ჩერნომორეცი" 1:4 დამარცხდა "შახტართან". ჯაბა ლიპარტიას "ზორია" სტუმრად "ზირკას" დაუზავდა - 1:1. ანგარიში გორდიენკომ ლიპარტიას პასით გახსნა. ჩვენებური თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.

უკრაინის ახალგაზრდულ ჩემპიონატში "შახტარმა" "ჩერნომორეცს" 2:1 მოუგო. გიორგი არაბიძე სასტარტოში იყო, მან 28-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ის მეკარესთან პირისპირ გავიდა. არაბიძე 78-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში იყო გიორგი გადრანი.

პორტუგალიის ლიგის თასზე "ჟილ ვისენტე" "აკადემიკას" 0:0 დაუზავდა, მაგრამ პენალტების სერიაში 5:4 მოუგო. გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ავთო ებრალიძემ.

პოლონურ ექსტრაკლასაში გიორგი მერებაშვილის დებიუტი შედგა. პლოცკის "ვისლამ" შინ 2:3 დათმო "ლეგიასთან". მერებაშვილი შესვენების შემდეგ გამოჩნდა მასპინძელთა რიგებში.

უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორი" 2:6 განადგურდა "ფერენცვაროშთან". ქართველი ნახევარმცველი 79-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული