ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]

AutoSharing Option
ახალი საფეხბურთო სეზონი ჯერ კიდევ ხურდება, თუმცა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ძალიან კარგი ნიშნებია - ჯანო ანანიძე ზუსტად ისე თამაშობს, როგორ თამაშსაც მისგან წლებია, ველით.

ამ უქმეებზე ექვსი ქართული გოლი გავიდა, ორმა ჩვენებურმა კი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ბელორუსის უმაღლეს ლიგაში პაპუნა მოსემღვდლიშვილის "სლავია" "სლუცკს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი 65-ე წუთზე შეცვალეს. ვაკო გვილიას ბატე-მ 2:0 მოუგო ბრესტის "დინამოს". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. ბატე 16 ტურიდან 38 ქულით ლიდერობს, "სლავია" 19 ქულით მე-11 ადგილზეა.

ესტონეთის მეისტრილიგაში ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" სტუმრად
"პაიდეს" გაუმკლავდა - 3:0. ბეგლარიშვილმა 90 წუთი ითამაშა.

ჩეხეთში ზურაბ ცისკარიძის "ტეპლიცემ" სტუმრად 1:0 მოუგო "დუკლას". სასტარტო ტურში ცისკარიძე სათადარიგოს როლით დააკმაყოფილეს. ლევან ყენიას "სლავია" "ბრნოს" ესტუმრა, მაგრამ კოკისპირული წვიმის გამო თამაში არ შედგა.

ავსტრიის რეგიონალლიგაში ლუკა ძიძიგურის "კუფშტაინი" სტუმრად "ვიორგლთან" 2:3 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

უკრაინაში გიორგი გადრანის (არ უთამაშია) და დავით ხოჭოლავას (90 წუთი, გააფრთხილეს) "ჩერნომორეცი" 1:4 დამარცხდა "შახტართან". ჯაბა ლიპარტიას "ზორია" სტუმრად "ზირკას" დაუზავდა - 1:1. ანგარიში გორდიენკომ ლიპარტიას პასით გახსნა. ჩვენებური თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სანდრო კობახიძის "ვოსკლა" სტუმრად "ოლექსანდრიასთან" დამარცხდა - 2:3. სანდროს ანგარიშზე საგოლე პასია, ის 81-ე წუთზე შეცვალეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

უკრაინის ახალგაზრდულ ჩემპიონატში "შახტარმა" "ჩერნომორეცს" 2:1 მოუგო. გიორგი არაბიძე სასტარტოში იყო. მან 28-ე წუთზე გახსნა ანგარიში, ის მეკარესთან პირისპირ გავიდა. არაბიძე 78-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში იყო გიორგი გადრანი.

პორტუგალიის ლიგის თასზე "ჟილ ვისენტე" "აკადემიკას" 0:0 დაუზავდა, მაგრამ პენალტების სერიაში 5:4 მოუგო. გამარჯვებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ავთო ებრალიძემ.

პოლონურ ექსტრაკლასაში გიორგი მერებაშვილის დებიუტი შედგა. პლოცკის "ვისლამ" შინ 2:3 დათმო "ლეგიასთან". მერებაშვილი შესვენების შემდეგ გამოჩნდა მასპინძელთა რიგებში. ლაშა დვალის "შლიონსკი" დღეს "პოგონს" ესტუმრება.

უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორი" 2:6 განადგურდა "ფერენცვაროშთან". ქართველი ნახევარმცველი 79-ე წუთზე შეცვალეს.

რუსულ პრემიერლიგაში დაბრუნდა გიორგი ჭანტურია, რომელსაც 2012/13 წლების სეზონში "ალანიაში" უთამაშია. ახლა მისი გუნდი "ურალია", რომელიც "უფას" მასპინძლობდა. ქართველის გუნდმა 2:0 იმარჯვა, თავად ჭანტურია კი შეხვედრაში 79-ე წუთზე ჩაერთო რომან პავლიუჩენკოს ნაცვლად. სხვათა შორის, სასტარტოში ითამაშა ჩისამბა ლუნგუმ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ლუნგუს ანგარიშზე საგოლე პასია.

აი, ჯანო ანანიძემ კი ნამდვილი ტრიუმფით დაიწყო პირველობა - ის რუსეთის პრემიერლიგის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დუბლი შეასრულა ახალ სეზონში. ქართველმა მე-6 წუთზე ვირტუოზული გოლი გაიტანა მოჭრილი დარტყმით. ბურთი ძელს მოხვდა და ისე შევარდა ტულის "არსენალის" კარში.

34-ე წუთზე ჯანომ შორეული დარტყმით 2:0 გახადა. "სპარტაკმა" საბოლოოდ 4:0 იმარჯვა, ჯანო კი უკვე მე-60 წუთზე დაასვენეს. გიორგი მელქაძე სათადარიგო იყო. "ჩემპიონატმა" ჩვენებურს 9 ბალი დაუწერა.

აქვე ვიტყვით, რომ რუსეთის ჩემპიონატში ჯანომ ბოლოს სამი წლის წინათ გაიტანა, ხოლო "სპარტაკის" მაისურით რუსეთის ჩემპიონატში ანანიძემ ბოლოს 2012 წელს გაიტანა, თითქმის, ოთხი წლის წინათ. რაც შეეხება დუბლს, ბოლოს ჯანომ ორი გოლი ზუსტად 6 წლის წინათ გაიტანა "სიბირის" კარში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" სტუმრად "ტერეკთან" 0:1 დამარცხდა. ლორიას კარში გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა. საბა კვირკველიას "რუბინი" დღეს "ამკარს" შეხვდება.

I დივიზიონში მამუკა კობახიძის "ნეფტეხიმიკი" სტუმრად "ბალტიკას" დაუზავდა - 0:0. კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა.

დანიის ჩემპიონატში დავით სხირტლაძის (90 წუთი) "სილკებორგი" სტუმრად 0:3 დამარცხდა "მიდტიულანდთან". მათე ვაწაძის "ორჰუსი" კი შინ 1:2 დამარცხდა "რანდერსთან". მოგეხსენებათ, მათეს აღარ ათამაშებენ გუნდში.

ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" იტალიის თასს დაემშვიდობა. I წრეში ეს გუნდი სტუმრად დამატებით დროში დამარცხდა "კაზერტანასთან". შეყილაძე 83-ე წუთზე შეცვალეს.

მოლდოვაში ირაკლი გოგინაშვილის (75-ე წუთზე შევიდა) "სპერანცა" სტუმრად 0:0 დაუზავდა "უნგენის".

ფინეთის რანგით მეორე ლიგა, იუკონენში ქართული დუბლი ვიხილეთ - ირაკლი სირბილაძის კპვ-მ 2:1 მოუგო "იივასკილას". მასპინძელთა გოლები 67-ე და 91-ე წუთებზე სირბილაძემ გაიტანა.

სირბილაძის გუნდმა 6-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და ის 26 ქულით მე-4 ადგილზეა. ეს სირბილაძის მეორე დუბლია სეზონში, მას უკვე 7 გოლი აქვს გატანილი.

ნორვეგიაში გიორგი გოროზიას "სტაბეკი" სტუმრად "სტრომსგოდსეტს" დაუზავდა - 2:2. გოროზიამ მე-5 წუთზე გაათანაბრა. ჩვენებური 71-ე წუთზე შეცვალეს. "სტაბეკი" 16 ქულით მე-13 ადგილზეა.

ისრაელში, ტოტოს თასზე, შოთა არველაძის "მაკაბიმ" თელ-ავივიდან ფეთაჰ-თიქვას "მაკაბის" 1:0 მოუგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
mekaraee rogor ikceva xedavtt spartakis janos golebis dros? titkos mas gautanes es golebi hecuxebuli saxitt gamoxatavs u mehleba?!
halagaji
07:58 02-08-2016
0
ფიფიას უნდა წამოეყვანა ვაწაზე დინამოში.
გოგი
11:26 01-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული