"რაპიდი": ქვილითაიას ტრანსფერზე "დინამოსგან" წერილობით დასტურს ველით

AutoSharing Option
როგორც ვენის "რაპიდის" სპორტულმა დირექტორმა ანდრეას მიულერმა ავსტრიულ მედიას განუცხადა, თბილისის "დინამოს" ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას მათ კლუბში გააგრძელებს.

"აბსოლუტურად ყველა დეტალი შეთანხმებულია. ახლა თბილისური კლუბის წერილობით დასტურს ველით, რის შემდეგაც ტრანსფერი გაოფიციალურდება", - ციტირებს დირექტორს kurier-ი.

გასულ სეზონში ქვილითაიამ 24 გოლი გაიტანა და თბილისის "დინამოს" ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

აქვე გეტყვით, რომ 28 ივლისს "რაპიდი" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად "ტორპედო ჟოდინოს" შეხვდა. მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.

გასულ სეზონში "რაპიდმა" ავსტრიის ჩემპიონატი 65 ქულით მეორე ადგილზე
დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული