ჯანო ანანიძე - "სპარტაკის" თავისუფალი მხატვარი

AutoSharing Option
championat.com-მა ჯანო ანანიძის ბოლოდროინდელ წარმატებებს სტატია მიუძღვნა. გამოცემაში ანანიძის ათამაშებაში მთავარ "დამნაშავედ" "სპარტაკის" თავკაც დმიტრი ალენიჩევს მიიჩნევს.

"ჯანო ანანიძე პრემიერლიგაში ორ წელზე მეტია, უგოლოდ თამაშობდა და უცბად, მან დუბლი შეასრულა.

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]

ნუმეროლოგიაში ციფრი 7 ბედნიერად ითვლება. "შვიდიანი" მათთვის "ინდივიდუალობის, ხელოვნების" ტოლფასია. აი, მიზეზი, რის გამოც ანანიძემ გოლების გატანა დაიწყო - მან ჯერ კვიპროსელებს გაუტანა, შემდეგ ტულელებს ორი გოლი. 47-ე წუთამდე მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გაჰქონდა გოლები "სპარტაკის" მაისურით და მისი გვარი არ იყო
პრომესი.

სინამდვილეში, ნომრის შეცვლამ მეორეხარისხოვანი როლი თუ ითამაშა ანანიძის წარმატებაში. მაგალითად, კირილ კომბაროვს იგივე "შვიდიანი" ვერაფრით შეეშველა გუნდში დამკვიდრებაში.

ის, რომ ჯანო ათამაშდა, ნომრის ცვლილების ბრალი არ არის, მიზეზი ხელისგულზე ჩანს:

ანანიძე გაიზარდა ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მაინც დუბლიორის როლიდან. 24 წლის ასაკში, როგორც იქნა, ჯანომ დაიწყო იმ იმედების გამართლება, რაც მასზე ავანსად ბევრი გაიცა. ის გუნდის ლიდერის ჭაპანს უნდა შეეჭიდოს მისთვის მშობლიურ კლუბად ქცეულ "სპარტაკში".

ერთმა ცნობილმა ექსპერტმა ამ სეზონის წინ ჯანოზე თქვა - ის ან ახლა ათამაშდება, ან - აღარასოდეს, მისთვის გადამწყვეტი სეზონიაო. ვფიქრობთ, ეს შეფასება თავად ჯანომაც ნახა და დაიმუხტა.

თავისი ბოლო გოლი პრემიერლიგაში ტექნიკურმა ნახევარმცველმა გაიტანა... ვერ დაიჯერებთ და, ორზე მეტი წლის წინათ, სულ სხვა გუნდის მაისურით. 2014-ის აპრილში ჯანომ "როსტოვის" შემადგენლობაში "კრასნოდარს" გაუტანა.

ამის შემდეგ ყველაფერი აირია. მურატ იაკინი მას მხოლოდ მანამდე ენდობოდა, სანამ ჯანომ სათასო მატჩზე ციმბირში გაფრენა იუარა. ჯანოს ეს ულამაზო ისტორია კიდევ კარგა ხანს ახსენებდა თავს.

შარშანდელი სეზონი ჯანომ სხვა მიზეზით ჩააგდო - ტრავმები, რომლებიც გამუდმებით უტევდნენ ისედაც არცთუ ფიზიკურად ყველაზე ძლიერ სპარტაკელს.

სხვა, ალენიჩევის ადგილზე, ალბათ, ხელსაც ჩაიქნევდა უიღბლო ნახევარმცველზე და გუნდიდან გაუშვებდა. ალენიჩევი კი ისევ ენდობოდა ჯანოს. ალბათ, მაშინაც, როცა თავად ანანიძეს აღარ სწამდა საკუთარი წარმატების.

ზამთარში მარბელიას შეკრებაზე ალენიჩევი დიდ დროს უთმობდა ჯანოს, აძლევდა რჩევებს. ურჩევდა, არ ეჩქარა მოედანზე დაბრუნება. არადა, ჯანო თითქოს, ნორმალურად გამოიყურებოდა ორმხრივ მატჩებში.

ალენიჩევს მოთმინებით გაჰყავდა ჯანო საჭირო დონეზე. მან, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, შეძლო და მოარგო გასაღები ქართველის არცთუ იოლ ხასიათს.

მწვრთნელმა ჯანოს მოედანზე დიდი უფლებები მისცა და შეგირდიც ამართლებს.

ის, რომ კვიპროსული გოლი შემთხვევითობა არ იყო, ჯანომ კვირას დაამტკიცა. "არსენალის" კარში მან ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანა. მას ჰეთ თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ქართველის ეშმაკური დარტყმული მხოლოდ ზემოდან დაეცა კარის ბადეს.

ჯანოს "სპარტაკის" ახალ მოდელში თავისუფალი მხატვრის როლი აქვს. მსუბუქი, მოძრავი, "სპარტაკის" "შვიდიანი" ხან იქ ჩნდებოდა და ხან აქ მოედანზე. და ყველგან ის გუნდისთვის სასარგებლო იყო.

სტუმრები "სპარტაკის" ფერადკანიან დუეტს, პრომესსა და ზე ლუიშს დიდ ყურადღებას აქცევდნენ, ანანიძე კი, თითქოს, დაივიწყეს. სწორედ ეს სურდა ქართველს.

როცა "არსენალის" ფეხბურთელები მიხვდნენ, ვისგან მოდიოდა მთავარი საფრთხე, უკვე კარგა გვიანი იყო. ტაბლოზე უკვე 2:0 ანათებდა და ბევრს ვერაფერს შეცვლიდი.

მატჩის შემდეგ პრომესთან ერთად, ჯანოც ბევრი აქო ალენიჩევმა, მაგრამ მან ასევე თქვა: "ჯანოს უკეთ თამაში შეუძლია".

მას, წარსულში ძალიან კარგ ნახევარმცველს, ნამდვილად შეუძლია ამის დანახვა. მთავარია, ბიჭი ტრავმებმა აღარ გააწვალოს. მათ ისედაც ბევრი დრო მოპარეს მას კარიერაში".

- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]
- ჯანო ახლა ნამდვილი "მუჟიკია" - ანანიძის რუსული შეფასებები
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჯანო შე მაგარო!!! კიდევ უამრავი დუბლები, ჰეთთრიკები, პოკერები და მეტი და მეტი გაგეტანოს. ტრავმებს უარი! ჯანოს ჯანმრთელობა და წარმატებები! ნაკრებშიც იბრწყინე!!!
grisha
10:28 02-08-2016
0
ამ სეზონში ჯანო, ყველას თავისი ადგილი უნდა მიუჩინო და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. წარმატებებს გისურვებ!
soxumeli
10:23 02-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული