კობახიძის "ვორსკლა" გუშინ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში საკუთარ მოედანზე ზაგრების "ლოკომოტივთან" ანგარიშით 2:3 დამარცხდა და ევროასპარეზს გამოეთიშა. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ზაგრებში უგოლოდ დასრულდა.
"პირადად მე ძალიან მრცხვენია. ვფიქრობ, ჩემს გუნდელებსაც...
თავს "ლოკომოტივზე" ძლიერ მეტოქედ ვთვლიდით, მაგრამ უძლიერესი შემდეგ ეტაპზეა. ისღა დაგვრჩენია, გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადოთ", - ციტირებს ქართველს bigmir.net-ი.